საქართველოში კორონავირუსისგან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე stopcov.ge არის ხელმისაწვდომი. 

ქვეყანაში ამ დრომდე ახალი კორონავირუსი ჯამში 408 ადამიანს დაუდასტურდა, მათან 97 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

 გარდა ამისა უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაა – 3, მათ კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში – 4816 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი რჩება.