მსოფლიოში კორონავირუსს 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა.

სულ მსოფლიოში  ამ დრომდე, კორონავირუსით ინფიცირების  1 650 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 368 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით – იტალია.