ბოლნისში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუშევანში  კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მუშევანში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. სულ სოფელში 574 საკვლევი მასალა იყო აღებული.

ბოლო მონაცემებით, მუშევანში კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული.

სულ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის183 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 83 გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა.