რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ტესტის პასუხს ერთი ადამიანი ელოდება

რუსთავის ცხელების ცენტრში ამ დროისთვის, ცხელების სიმპტომით ერთი პაციენტია მოთავსებული. როგორც ცენტრში TV-ს განუცხადეს, ადგილობრივმა სპეციალისტებმა პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად უკვე აიღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს. კორონავირუსზე ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 13 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურსდა. 13 პაციენტს შორის, რომლებსაც COVID19 არ დაუდგინა, 5 სამხედრო პირია.