საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 26 მაისიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსების ვარაუდით, 27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.