დღეს გადაცემა „ღია ეთერში“ – მთავრობის მიერ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმება გრძელდება
დღეიდან წითელ ზონად გამოცხადებულ მარნეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა და ადგილობრივ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება უკვე შეუძლია.
ბოლნისში ბოლო ოცდაოთხ საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. საიდანაც ორი სოფელ მუშევანს უკავშირდება, ხოლო ერთი სოფელ გეტაში ორი დღის წინ ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტია.
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია.საქართველოში “კოვიდ19”-სგან7 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი დაინფიცირდა.
დღეიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა. რუსთავში მოქმედი სილამაზის სალონებისა და ესთეტ ცენტრების ნაწილი ფასების მატებას არ განიხილავს, ნაწილი კი მომსახურებაზე ფასების მცირედით მომატებაზე საუბრობს.
დღეიდან აღდგა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდებიც.
18 მაისს, მსოფლიო მასშტაბით მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. კამპანიას რუსთავის მხარეთმოცდნეობის მუზეუმიც შეუერთდა
გადაცემის მეორე ბლოკში: რა მდგომარეობაა მარნეულის მუნიციპალიტეტში, მას შემდეგ რაც მკაცრი შეზღუდევბი მოიხსნა, საკმარისია თუ არა სოციალური დახმარების პაკეტები შეჭირვებული ოჯახებისთვის და როგორ ართმევენ თავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები დისტანციურ სწავლებას – თემებზე დეტალურად „ღია ეთერის“ სტუმარმა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ,სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ ისაუბრა.
გადაცემის მეორე სტუმარი ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილია, რომელმაც აღსაზრდელების დარეგისტრირების ვადებზე დეტალურად ისაუბრა.