ბოლნისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლნისში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც მუნიციპალიტეტში განაცხადეს, პაციენტის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის ცნობილი არ არის და კვლევა მიმდინარეობს.

82 წლის მამაკაცი ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში განთავსებულ „ცხელების ცენტრში“ იმყოფება და სწორედ იქ მოხდა მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება.

ბოლნისში კორონაირუსის 108 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 11 გამოჯანმრთელებულია, 3 კი – გარდაიცვალა.