ბოლნისში კორონავირუსი 12 პირს დაუდგინდა

ბოლნისში კორონავირუსი დღეს 12 პირს დაუდგინდა.გამოვლენილი ახალი შემთხვევები ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან, შესაბამისად, ინფექციის წყარო ყველა შემთხვევაში ცნობილია.

მათგან ათი სოფელი მუშევანს , ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლასტერს,ხოლო ერთი სოფელ სავანეთში დადასტურებული შემთხვევას უკავშირდება და მისი კონტაქტია. 

საერთო ჯამში ლუგარის ლაბორატორიაში ბოლნისიდან  გაგზავნილი იყო 92 საკვლევი მასალა, რომლებიც დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები და ასევე რისკ ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 107 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი პაციენტი დღეს გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღის ბოლომდე დატოვებს.