გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავის N17 პენიტენციური დაწესებულება დატოვეს (+ვიდეო)

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა  საპატიმრო დატოვეს.

 პოლიტიკოსებს , საპატიმროსთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

,,ქართული ოცნება” ყოველთვის რაღაცას დამაბრალეს, მეც ,რურუასაც. აქ მთავარი სხვა რამეა, ტესტი პოლიტპატიმრის საქართველოში და თავისუფალ სამყაროში არის მარტივი, ეს არის ევროსაბჭოს დადგენილება ,ეს ასეა. მე მინდა,ამის პასუხად ივანიშვნილს ვუთხრა,როცა გეუბნებიან, რომ ჩაინიკი ხარ,ერთი ადგილიდან ბოლი უნდა გამოუშვა, ეს მთელმა მსოფლიომ უთხრა.დიდი მადლობა უნდა გადავუხადო , რომ ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა “-განაცხადა გიგი უგულავამ 

 საპატიმროდან გამოსულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ოპოზიციის წევრებს, ასევე დიპლომატებს მადლობა გადაუხადა – „ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპიზიციონერს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, ხომ ხედავთ. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში, რომლის ნაწილიც, რა თქმა უნდა, ჩვენი გათავისუფლება იყო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ოპოზიციის ყველა ლიდერს და განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, ასევე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს.

რომ არა მათი ძალისხმევა, მათი შეფასებები, ალბათ ეს შედეგი არ დადგებოდა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო ცვლილების პროცესის შესახებ, ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება არჩევნების შესახებ, ეს არის შეთანხმება საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შესახებ და ყველამ კარგად გაითავისოს ეს, განსაკუთრებით ხელისუფლებამ“,-განაცხადა ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე დღეს  განაცხადა.

8 მარტის შემდეგ, რაც ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგი საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმებით დასრულდა, ოპოზიციისა და “ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან მეორე პუნქტის შესახებ სხვადასხვაგვარი განცხადებები კეთდებოდა.

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, “ქართული ოცნება” კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფდა. 

   ცნობისთვის, 2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს , ის 2020 წლის 14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.

გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა პენიტენციური დაწესეულება დატოვეს

📣გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავის N17 საპატიმრო დატოვეს✔️გათავისუფლებულებს საპატიმროსთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ოჯახის წევრები დახვდნენ✔️საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა

Geplaatst door TV4.ge op Vrijdag 15 mei 2020