“ღია ეთერის” სპეციალური გამოშვება TV4-ზე 15.05.2020 (+ვიდეო)

სპეციალური გამოშვება “ღია ეთერი TV4-ზე” –  ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 10 ადამიანი განიკურნა.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში 5 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გაგზავნეს. მათგან COVID19 არც ერთს დაუდასტურდა.

გადაცემის მეორე ბლოკში – წალკის მუნიციპალიტეტის მერი საუბრობს, თუ როგორ უმკლავდება მუნიციპალიტეტი კორონავირუსის გამოწვევებს, რა ღონისძიებები ჩატარდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში და როგორ აისახება მთავრობის მიერ წარდგენილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებზე.

როგორ გრძელდება სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების ფარგლებში, რა ღონისძიებები ტარდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, რათა აღსაზრდელები სასწავლო პროცესს სრულიად მოსწყდნენ და რა ფორმით იქნება მოსწავლეების ჩარიცხვა ბაგა-ბაღებში შესაძლებელი ?! – თემებზე გადაცემის მეორე სტუმარმა , ბაგა -ბაღბის გაერთიანების ხელმძრვანელმა ეკა ხუციშვილმა ისაუბრა.

.

📢#გადაცემა "ღია ეთერი" – ნანუკა მაღლაკელიძესთან ერთად 📢პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში📢COVID-19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან📢დღეს "ღია ეთერში📢 რა ვითარებაა ბოლნისის წითელ ზონაში ?!-დილიდან სოფელი გეტა კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ჩაკეტილია 📢პანდემიის შედეგები საგანგანათლებლო დაწესებულებებში-როდის დაიწყება რეგისტრაცია ბაღებში 📢ვითარება წალკის მუნიციპალიტეტში

Geplaatst door TV4.ge op Vrijdag 15 mei 2020