თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ამ დროის მონაცემებით ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. აღნიშნული შემთხვევა სამედიცინო კლასტერს უკავშირდება. 

არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. გუშინ საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემდეგ კი მკაცრ კარანტინში გადაიყვანეს. სულ თეთრიწყაროში კორონავირუსით დაინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 

აღსანიშნავია, რომ  გუშინ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან ქვეყნის მასშტაბით არსებულ საკარანტინო სივრცეებში 76 ადამიანი გადაიყვანეს.