თეთრიწყაროში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ცნობილი ხდება ინფიცირებულია 83 წლის ქალი,რომელიც გუშინ გვიან ღამით, მარნეულის “ჯეოჰოსპიტალის” კლინიკაში შეიყვანეს. ინფიცირებული პირი მედიკოსთა კლასტერს მიეკუთვნება და ერთ-ერთი ინფიცირებული ექთნის მეზობელია.
დღეს იგეგმება თეთრიწყაროდან თვითიზოლაციაში მყოფი 90 ადამიანის მკაცრ საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა. მათ შორის როგორც რაიონული ცენტრიდან, ასევე სოფელ გოლთეთიდან, წინწყაროდან და ჯორჯიაშვილიდან.
გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა თეთრიწყაროში ქუჩების მასიური დეზინფექციის სამუშაოები. პროცესში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.