თეთრიწყაროში 16 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს 900-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გადაეცათ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს 900-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გადაეცათ.

სურსათის გაცემის პროცესი, თეთრიწიყაროს მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ჩანქსელიანის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროცესში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად იყვნენ ჩართულები.

ამ დრომდე თეთრიწყაროში დახმარება მოწყვლადი კატეგორიის 1500-ზე მეტ ოჯახს გაეწია.  სააღმზრდელო დაწესებულებებიდან, ბენეფიციარებისთვის, შესაბამისი პაკეტების გადაცემა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.