მარნეულში გამოკვლეული 303 პირიდან COVID-19 არცერთს დაუდასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში აღებული 303 საკვლევი მასალიდან,კორონავირუსზე  ყველა მათგანი უარყოფითია. 

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან და რისკჯგუფში შედიან, პისიარტესტირება გუშინ დაიწყო და სავარაუდოდ დღესაც გაგრძელდება.

რაც შეეხება მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკას, აქ სულ ხუთ ადამიანს აუღეს ბიოლოგიური მასალა, ნიმუშები ასევე ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და ტესტების პასუხებს დღის განმავლობაში ელოდებიან.