მსოფლიოში კორონავირუსისგან 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსისგან 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა. ინფორმაცია ამის შესახებ  worldometers-ზეა განთავსებული.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 4,231,897 შეადგინა,, მათგან 1 500 000-ზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. ხოლო კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ მსოფლიოში 285,480-ს გადააჭარბა.

მსოფლიოში კორონავირუსისგან ყველაზე მეტი ადამიანი ამერიკაში გამოჯანმრთელდა, შემდეგ არის გერმანია და ესპანეთი.

ამასთან კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევაც აშშ-ში ფიქსირდება, შემდეგ არის დიდი ბრიტანეთი და იტალია.