“ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვები მოიხსნება,ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული თბილისსა და რუსთავშიც” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული სეზღუდვა თბილისსა და რუსთავში. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან მომიჯნავე რაიონებში.
თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“,- განაცხადა გახარიამ.
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრის ,გიორგი გახარიას ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
Geplaatst door TV4.ge op Maandag 4 mei 2020