“რუსთავის კოპრუსი” სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებს

საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში ჭარბი წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მოქალაქეების განცხადების საფუძველზე მოხდება – ამის შესახებ TV4-ს “რუსთავის კორპუსში” განუცხადეს.

სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად ლაბაძის ინფორმაციით, მოსახლეობის განცხადების საფუძველზე, სარდაფებში არსებული ჭარბი წყლის ამოტუმბვის სამუშაოები  მიმდინარეობს.

დღეს სამუშაოების შესრულების მიზნით, რუსთავის კორპუსის წარმომდგენლები მე-7 მიკრორაიონის N14 საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ. როგორც “რუსთავის კორპუსის” ხელმძღვანელმა ზვიად ლაბაძემ TV4-ს განუცხადა, მისამართზე  სამუშაოების განხორციელება,  წყლის დაბალი დონის გამოზ, ვერ ხერხდება, რის გამოც  პროცესში “რუსთავის წყალი” ჩაერთვება. 

ამასთან, როგორც ზვიად ლაბაძემ აღნიშნა, სხვა მისამართებზე პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ ან ამხანაგობას მიმართონ.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, რუსთავის კორპუსის შესაბამისი ჯგუფები, ჭარბი წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს უსასყიდლოდ განახორციელებენ.