რუსთავის ცხელების ცენტრში ბოლნისიდან გადმოყვანილი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
როგორც ცხელების ცენტრში ქრონიკას განუცხადეს, პაციენტის პირველმა ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, ხვალ ელოდებიან განმეორებითი ტესტის პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან. ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა ასევე, ექვსი პაციენტის შემთხვევაში,რომელთა ანალიზის ნიმუშები ადგილობრივმა სპეციალისტებმა ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტები ბინაზე გაეწერნენ.
ხვალ გახდება ცნობილი „კოვიდ 19“-ზე ტესტის პასუხი ასევე ექვსი პაციენტის შემთხვევაში. როგორც ცხელების ცენტრში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ყველა პაციენტი რუსთავის მკვიდრია.