რუსთავში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

 ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და პარტია “ქართლი ოცნების” ჩართულობით , რუსთავში ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკის თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქცია გამართეს.

ღონისძიებაში დღეს მუნიციპალიტეტის პირველი პირები და  პარტია “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა TV4-თან განაცხადეს, მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა სამოქალაქო პასუხისმგებლობა აიღოს და სისხლის დონაციით დაეხმაროს მას, ვისთვისაც ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

სისხლის ბანკის წარმომადგენელის  ლაშა გოგოლაძის განცხადებით, COVID 19-ით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სისხლის დეფიციტი შეიქმნა , რამაც სისხლის ბანკებში კრიზისი გამოიწვია.

ამასთან,მისი ინფორმაციით, ყოველი დონორის მიერ გაღებულ სისხლს მინიმუმ 3 ადამიანის გადარჩენა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებისთვის სპეციალური მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ დონორებს ტრანსპორტით გადაადგილებასა და კვების ხარჯებს ,გაორმაგებული ოდენობის კომპენსაციით, სისხლის ბანკი უზრუნველყოფს.

სისხლის ცენტრალური ბანკის აქცია რუსთავში

📢რუსთავში ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკის თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქცია გამართეს📢ღონისძიებაში პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ჩაერთვნენ📢COVID19-ის გამო, ქვეყანაში სისხლის დეფიციტი შეიქმნა

Geplaatst door TV4.ge op Vrijdag 1 mei 2020