საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
როგორც ჟურნალისტებს , ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა, საქართველოში 730 შეადგინა, ხოლო გამოჯანმრთელებულია 522 ადამიანი. მისივე ცნობით, დღესდღეობით კოვიდის მიმღებ ცენტრებში 196 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
„დღეს გვაქვს მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, იყო 728, ახლა 730 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს დღეს საქართველოში. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი და 522-ია გამოჯანმრთელებული ამ ეტაპზე. აქედან გამომდინარე ახლა კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი.
ახალი ინფიცირებულების კლასტერი ცნობილია. ერთია დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე – საკარანტინო სივრციდან“, – აღნიშნავს ეზუგბაია.
მისივე თქმით, ერთი ახალი ინიციფირებული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ის ბოლნისის სოფელ მუშევანიდან არის.
„ჩვენთან კვლავ რჩება 35 პაციენტი, რადგან გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა და ერთი ახალი მივიღეთ, რომელიც არის მუშევანიდან. პაციენტი სოფელში დადასტურებულების კონტაქტია. მეორე ინფიცირებული რომელ ცენტრში მოთავსდა არ ვიცი, მაგრამ ის არის საკარანტინე სივრციდან“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.









