უხვი ნალექის გამო, ლაგოდეხში რამდენიმე სოფელი დაიტბორა

უხვი ნალექის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლები: გურგენიანი, ცოდნისკარი, ვარდისუბანი, კართუბანიგიორგეთი, აფენი, ჭაბუკიანი და ლელიანი დაიტბორა. დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები.

ადგილზე წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.