სპეციალური გამოშვება “ღია ეთერი ტვ4”-ზე – საქართველოში გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა, კოვიდინფიცირებული პირების რიცხვს კვლავ აჭარბებს.
საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 647 გახდა.
ახალი შემთხვევებიდან ორი ქვემო ქართლის რეგიონს უკავშირდება – ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
რეგიონში დაფიქსირებული მეორე შემთხვევა კი თეთრიწყარო კლასტერს უკავშირდება – მუნიციპალიტეტიდან ბოლო ორ დღეში გაგზავნილი 38 ნიმუშიდან ინფექცია მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.
ქვეყანაში ანტიკრიზისული გეგმის ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება – პარლამენტში საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დარეგისტრირდა, რომელიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში შემუშავდა.
ასევე, როგორც დღეს გახდა ცნობილი, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში – სოფლის მეურნეობის განვითარების საააგენტოს ინფორმაციით, ფერმერები ყოველ 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ.
გადაცემის მეორე ბლოკში – ღია ეთერის მაყურებლისთვის, მთავრობის მიერ წარდგენილ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში პაატა მხეიძე.
კვლავ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ქვემო ქართლის რეგიონში- გადაცემის მეორე სტუმარი მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. მხარის პირველმა პირმა ღია ეთერის კითხვებს უპასუხა.