წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი 2020-ში კენჭისყრას გეგმავს

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭისყრას გეგმავს. მისივე თქმით, დეპუტატი ელოდება მმართველი გუნდის წინადადებას,რასაც სიამოვნებით მიიღებს. 

ამასთან , მისივე ცნობით, თუ შეთავაზებას ვერ მიიღებს, დამოუკიდებელ დეპუტატად კენჭისყრას გეგმავს. 

“ვგეგმავ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, უპარტიო საინიციატივო ჯგუფით წარდგენილმა დეპუტატამა ისე ვიყარო კენჭი ,როგორც ეს იყო 2003 წელს, პირველად მე გავიმარჯვე როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა. 2004 დან 2008 მდე ერთადერთი დეპუტატი ვიყავი უპატრიო და ფრაქციის გარეშე”, — განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, რეიტინგი საკმაოდ მაღალი აქვს, შესაბამისად, ოქრიაშვილი ფიქრობს, რომ მოგების შანსები აქვს. 

“რეიტინგი ძალიან მაღალი მაქვს, ყოველ წელს ვუკვეთავ ტრადიციულად NCD-ს ეხლა კოვიდმა შემიშალა ხელი და ივნისი ივლისის ასაწყისში მექნება რეიტინგი. შანსები მაქვს”, — განაცხადა მან.

კახა ოქრიაშვილი ერთ-ერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს.