ბოლო 24 საათის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 1 313 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა 25 502 ადამიანი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ კორონავრიუსით ამ დრომდე 67 682 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების სულ 1 მილიონ 158 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.
ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა „კოვიდ19“-ით ინფიცირებულთა, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის მიხედვით.