ბავშვი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა

ბავშვი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა

მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მძიმე მდგომარეობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა. თვითმხილველების ცნობით, 12 წლის გოგონა ამავე ქუჩაზე ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა და ის პოლიციას თავად ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.