სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში, შოთა რეხვიაშვილმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მხარის სამ მუნიციპალიტეტში: ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში, გამართული შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოხდეს იმ რისკჯგუფების გამოვლენა, რომელთაგან დაავადების გავრცელება არის მოსალოდნელი.
“„დღეს სამ მუნიციპალიტეტში გახლდით, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად და ადგილზე ბატონმა ამირანმა და ეროვნული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ ადგილზე მოისმინეს ეპიდემიოლოგების ინფორმაცია შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის რისკჯგუფების გამოვლენა, საკვლევი მასალის აღება და ა.შ. ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო, ძალიან პროდუქტიული. ჩვენ მადლიერები ვართ ამ შეხვედრის გამო, რადგან იქვე დაისახა კონკრეტული ამოცანები, როგორ გავზარდოთ კვლევის მასშტაბი და შესაბამისად, გავაძლიეროთ ეპიდემიოლოგები ადგილზე.
ჩვენ მადლიერები ვართ ამ შეხვედრის გამო, რადგან იქვე დაისახა კონკრეტული ამოცანები, როგორ გავზარდოთ კვლევის მასშტაბი და შესაბამისად, გავაძლიეროთ ეპიდემიოლოგები ადგილზე. ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებებია, თბილისიდან გვეხმარებიან, ეს დღეები ასეა, ეს მარტო დღეს არ გადაწყვეტილა. თბილისიდან და რუსთავიდან დაემატება ჯგუფები და მაქსიმალურად გაძლიერდება ის თემა, რომ ბოლომდე სრულად, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოვიცვათ პირველი კონტაქტები და ის რისკჯგუფები, რომელთაგან დაავადების გავრცელება არის მოსალოდნელი.
იყო სხვა საკითხებიც მოსმენილი, მათ შორის იყო ასეთი სურვილიც, რომ მარნეულში შესაძლებელია ლაბორატორია შეიქმნას და ადგილზე, ქვემო ქართლში მოხდეს საკვლევი მასალის გადამუშავება და დასკვნების გაცემა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს პროცესს“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მედპერსონალის დეფიციტის შევსება სხვა ახლომდებარე მუნიციპალიტეტებიდან, მათ შორის დედაქალაქიდან ხდება.
„დეფიციტი შექმნილია რა თქმა უნდა, თუმცა ეს დეფიციტი ივსება და არ იგრძნობა ის დანაკლისი, რომელიც პერსონალთან არის. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მარნეულში შევსება არის სხვა მუნიციპალიტეტებიდან, მათ შორის დედაქალაქიდან. ამ ყველაფერს აბსოლუტურად დეტალურად მიჰყვება ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები “, – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.