18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტ ცენტრები გაიხსნება – საქართველოს მთავრობამ ის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომელთა შესრულებაც მათ ორშაბათიდან მოუწევთ.

წინასწარი დაჯავშნის სისტემა, დისტანცია, თერმოსკრინინგი, დეზობარიერები, დამცავი ნიღბები – ეს იმ რეგულაციების არასრული ჩამონათვალია, რომლის დაცვაც სალონებსა და ესთეტიურ ცენტრებს მოეთხოვებათ.

არიან თუ არა მზად რუსთავში არსებული სილამაზის სალონები და ესთეტიური ცენტრები რეგულაციების დასაცავად?! – ქრონიკის გადამღები ჯგუფი რამდენიმე ობიექტს ესტუმრა. ხელმძღვანელი პირები გვიამბოებენ, რომ აღნიშნული რეგულაციებისთვის მზად იყვნენ. მათ შესაბამისი აღჭურვილობა შეიძინეს და 18 მაისიდან ობიექტები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას.

სალონების ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, შესაძლოა მომსახურებაზე ფასები 10-20%-ით გაიზარდოს. თუმცა, რუსთავში არსებული ესთეტიური ცენტრებისა და სილამაზის სალონების მენეჯმენტის ნაწილი ფასების ზრდას არ განიხილავს. ჩვენი რესპოდენტების ნაწილი კი – ფასების მცირედით მატებას გეგმავენ.