უხვი ნალექის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლები: გურგენიანი, ცოდნისკარი, ვარდისუბანი, კართუბანი, გიორგეთი, აფენი, ჭაბუკიანი და ლელიანი დაიტბორა. დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები.
ადგილზე წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.