რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ელექტრონული რეგისტრაციის ფარგლებში გამოცხადებული 1 901 ვაკანტური ადგილიდან, 1 553 აღსაზრდელი სხვადასხვა ფილიალებში ჩაირიცხა.
როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ,ეკა ხუციშვილმა TV4-ს განუცხადა,2-3 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში ჩაირიცხა 766 აღსაზრდელი,3-4 წლიანებში 641 აღსაზრდელი დარეგისტრირდა ბაღში ,ხოლო 4-5 წლიანებში სხვადასხვა ფილიალში 104 ბავშვი მოხვდა.
რაც შეეხება 5-6 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიას, აქ 106 ვაკანტური ადგილიდან, ბაღში 42 აღსაზრდელი დარეგისტრირდა.
დოკუმენტების წარდგენა 13 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება ,რის შემდეგაც ,ეკა ხუციშვილის ცნობით, შესაძლოა, ბაღებში ვაკანტური ადგილები კიდევ გათავისუფლდეს.
ცნობისთვის ელექტრონული რეგისტრაცია ანალოგიური ფორმით აგვისტოს თვეშიც გაიმართება.