როდის გაიხსნება საცურაო აუზები ?!

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 8 ივნისიდან, ის სასტუმროები გაიხსნება, რომლებიც ინსპექტირებას გაივლიან. არსებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სასტუმროებს შესაძლებლობა ექნებათ, მათს ტერიტორიაზე არსებული აუზებიც გახსნან.

რაც შეეხება, ღია ტიპის აუზებს, რომლებიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ, მათი გახსნის გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრომ  აუზების ფუნქციონირებისთვის გასათვალისწინებელი რეგულაციები უკვე შეიმუშავა.

  •  აუზის ყოველ 6 მ/2 ფართობზე 1 ადამიანის დაშვებაა ნებადართული.
  • ვიზიტორების გადაადგილება ხდება ფუნქციური სქემით – გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა.
  • დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე.
  • საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების აბაზანებში წყლის ცვლას.
  • შეზლონგი გამოყენებამდე/ყოველი გამოყენების შემდგომ, უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.
  • მოხმარებლისათვის განკუთვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური პირსახოცი – ერთჯერადი
  • შეფუთვით. სარგებლობის შემდეგ პირსახოცი რჩება ადგილზე. მომსახურე პერსონალი,
  • აღჭურვილი ხელთათმანებით, ნიღბით, სპეცფეხსაცვლითა და ხალათით, პირსახოცებს აგროვებს ერთჯერად პარკში და განათავსებს ნიშანდებულ კონტეინერში.
  • შეზლონგებს შორის უნდა იყოს დაცული უსაფრთხო დისტანცია (არა ნაკლებ 2 მეტრის) გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე.
  • აკრძალულია ე.წ. შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი გადასაფარებლების გამოყენება.
  • გასახდელებსა და საშხაპეებს ხშირი დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.