გადაცემა “ღია ეთერი” – პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები -რუსთავის ცხელების ცენტრში 14 პაციენტია
მოთავსებული,საიდანაც რვა ამსტერდამიდან ჩამოსული მოქალაქეები არიან, რომლებიც საეჭვო სიმპტომების გამო, ცენტრში აეროპორტიდან გადაიყვანეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება.
20 გამოჯანმრთელებული და არცერთი ინფიცირებული პაციენტი -ასეთა საქართველოს სტატისტიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში.
გადაცემის მეორე ბლოკში – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ მუშაობა განაახლა. რა რეკომენდაციების დაცვა უწევს მკითხველს ბიბლიოთეკებშუი და რომელი ღონისძიებები გადაიდო პანდემიის გამო, როგორია დისტანციური რეჟიმი ბიბლიოთეკებში – “ღია ეთერის” ინტერვიუს “რუსთავის ბიბლიოთეკების გაერთიანების” დირექტორი თეა ჟვანია პასუხობს.
ჩვენმა საინფორმაციო სამსახურმა ბაზრებში არსბეული ვითარების შესახებ რეპორტაჟი რამდენჯერმე მოამზადა,სადაც დაფიქსირდა ფაქტები,როცა მოვაჭრეების მხრიდან რეკომენდაციები არ სრულდებოდა და ამაზე სააგენტოს წარმომადგენლებს რეაგირება არ ჰქონდათ.რატომ არ მიიღეს ბაზრების ადმინისტრაციებმა გაფრთხილება ან კონკრეტული სანქცია – ქვემო ქართლის ოფისის ხელმძღვანელი “ღია ეთერის” კითხვებს პასუხობს.
https://www.facebook.com/TV4.ge/videos/677652976299600/