ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარში დღეს 20 საკვლევი მასალა გადაიგზავნა.
ბიოლოგიური საკვლევი ნიმუშებიდან 12 სოფელ მუშევანში აიღეს, 8 კი ცხელების ცენტრის პაციენტები და სასწრაფოს პერსონალის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც გეგმური კვლევა უტარდებათ.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები, ხვალ გახდება ცნობილი.
ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ ბოლნისში სულ 185 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, 89 კი გამოჯანრთელდა.