ესპანეთში ბოლო რამდენიმე დღეა COVID19-ით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა

ბოლო რამდენიმე დღეა, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 27 127 ადამიანს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში 137 ადამიანი დაინფიცირდა და ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 239 932-ს შეადგენს.