თბილისის ერთ-ერთ უბანში, საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა დედამ ჩვილი სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადააგდო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.