მარინა ეზუგბაია-კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ორი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორი საკარანტინო სივრციდანაა გადაყვანილი.

„ოთხიდან ორი არის ცნობილი წყარო, საბურთალოს წყარო,  დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ხოლო ორი პაციენტი საკარანტინო სივრციდან დადასტურებული შემთხვევებია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.