მსუბუქი ავტომობილი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა  მოხდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე.მსუბუქი ავტომობილი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. 

როგორც ცნობილი ხდება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი უგონო მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.