ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ19-ით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ოპერატიული შტაბის ცნობით, კოვიდ19 მოსკოვიდან დაბრუნებულ კიდევ ერთ კურსანტს დაუდგინდა და ის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში  გადაიყვანეს. 

ინფორმაციისთვის, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევა არის გამოვლენილი. ამჟამად 8 პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადის. გამოჯანმრთელდა 27 ინფიცირებული,  გარდაიცვალა 1 ადამიანი.