რუსთავის მერიის თანამშრომელსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა

 რუსთავის მერიასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. Tv4-ის ინფორმაციით,  რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ინციდენტი მოხდა. კერძოდ, ფიზიკური დაპირისპირება რუსთავის მერის მოადგილეს, გოჩა ლორიასა და  მოქალაქეს შორის,გუშინ მოხდა. 

როგორც TV4-მა გაარკვია ინციდენტი მოქალაქესა და გოჩა ლორიას შორის მიწის რეგისტრაციის საკითხს უკავშირდება. 

მერიის აპარატის უფროსი ნინო ნიკოლაევა მომხდარ ფაქტს ადასტურებს, თუმცა მისთვის უცნობია, რა იყო თავდასხმის მიზეზი.

„ვადასტურებ, რომ ინციდენტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით განმარტებას ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ნინო ნიკოლაევამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ.უწყებამ ძალადობის მუხლით ერთი პირი დააკავა. 

გამოძიება ,სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.