რუსთავის ციხეზე საექსპედიციო ჯგუფმა ძვ.წ XIII-XII საუკუნის ორმოსამარხი აღმოაჩინა

რუსთავის ციხეზე საექსპედიციო ჯგუფმა ძვ.წ XIII-XII საუკუნის ორმოსამარხი აღმოაჩინა. არქეოლოგიური სამუშაოების დასრულებამდე ერთი კვირით ადრე რუსთავის ციხეზე მომუშავე საექსპედიციო ჯგუფისათვის მოულოდნელად ორმოსამარხი გამოვლინდა. 

სამარხს ძვ.წ XIII-XII საუკუნით ათარიღებენ. თუმცა, ზუსტი თარიღის დასახელება დღის ბოლოს, სამარხის გაწმენდის სამუშაოების დასრულებისას იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე გამოვლენილია ჩონჩხის მხოლოდ ფრაგმენტული ნაწილი და ხის ჭურჭელი.

სამარხის სრული გაწმენდის შემდეგ აღმოჩენილი მასალა რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაინაცვლებს.