მე-15 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

მე-15 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. N10 საცხოვრებელ კორპუსში ,ხანძარი ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გაზქურიდან გაჩნდა. 

 საცხოვრებელ ბინაში 4 ადამიანი იმყოფებოდა, დედა და 3 ბავშვი.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.