რუსთავი-თბილისის გზაზე მსხვილფეხა პირუტყვი გადაადგილდება.
გზაზე,სადაც ავტომობილები გადაადგილდებიან, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც დადის.
ცნობისთვის , პირუტყვის გადაადგილებისთვის კონკრეტული დროები და ადგილმდებარეობაა განსაზღვრული,თუმცა შეზღუდვები ქალაქის ტერიტორიაზე ვრცელდება. კერძოდ,მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესების თანახმად, მეპატრონეებს პირუტყვის გადარეკვა მხოლოდ დილის 00:08 საათიდან 10:00 საათამდე, ხოლო საღამოს 17:00 საათიდან 19:00 საათამდე შეუძლიათ.განსაზღვურლია კონკრეტული ქუჩები,სადაც პირუტყვის გადარეკვა დაშვებულია.
რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ფაქტების მონიტორინგი ხდება. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კი მეპატრონის მიმართ საჯარიმო სანქციები ამოქმედდება.
შეგახსნებთ, რომ ქალაქის სკვერებსა და პარკებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ ან მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა აკრძალულია.