10 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში საფარლო, ბაზაქლო, გუგუთი, კამიშლო, ანგრევანი, მთისძირი, ლოქჯანდარი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, თელეთი, მუხრან თელეთი, წალასყური და მიმდებარე სოფლებში, 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში აზოტის, ჯავახიშვილის, მშენებელთა, ცურტაველის, თბილისის, მშვიდობის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.