სამების საკათედრო ტაძარს სამწლიანი დავალიანების გამო გაზი გაუთიშეს

სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტს, მამა იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარს გაზმომარაგება შეუწყვიტეს. ამის შესახებ სასულიერო პირმა TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანია 3 წლის განმავლობაში “ითვალისწინებდა” მათ, რადგან “გაზის თანხა არ ჰქონდათ”. მამა იოანე მჭედლიშვილის განმარტებით, დავალიანება ჯამურად დაახლოებით, 250 000 ლარს შეადგენს.

“რამდენიმე დღეა აღარ გვაქვს გაზი. დავალიანების გამო ჩაჭრეს. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში გროვდებოდა ეს თანხა და კომპანიისგან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან ბევრჯერ გაგვითვალისწინეს და გაზი არ შეგვიწყვიტეს. მონასტერს არასდროს ჰქონდა იმის საშუალება რომ ეს გაზის თანხა გადაეხადა. რამდენჯერმე იყო გაფრთხილება და რა ქნან იმათაც, ყოველთვის გვერდში გვედგა?”, — ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი.