სოფელ ქვემო ბოლნისში ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ უმნიშვნელოვანეს არტეფაქტებს მიაკვლია. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მკვიდრმა, ლევან ქუქჩიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“დღეს ჩემი ქართველი აზერბაიჯანელი მეგობრები ქვემო ბოლნისიდან, შემთხვევით ასეთ მნიშვნელოვან არტეფაქტებს წააწყდნენ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიწის ზევით ჩანს, დამირეკა ერთ-ერთმა, რომელსაც ელნური ჰქვია და მახარა, “შენთვის მნიშვნელოვანი იქნებაო” იქნებ დაინტერესდეს შესაბამისი სამსახურები, თუ არ იციან ამის შესახებ?!
მადლობა ელნურ ეჰმედლის და დანარჩენ მეგობრებს, ასეთი კარგი მოქალაქეობრივი, პატრიოტული ქმედებისთვის”,- წერს ლევან ქუქჩიშვილი.
როგორც ცნობილია, პროცესში ჩართულმა პირებმა ქვემო ბოლნისში აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უკვე მიაწოდეს.