20 ივნისიდან სამუზეუმო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება დასაშვები ხდება

20 ივნისიდან სამუზეუმო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება დასაშვები ხდება.

ცვლილებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, „კულტურული ღონისძიების ჩატარება, გარდა სამუზეუმო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა, დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით“.

ცვლილება შევიდა დადგენილების იმ მუხლშიც რომელიც ეკონომიკური საქმიანობის რეგულირებას უკავშირდება და სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარების კრძალავს.

ამ მუხლს ახალი პუნქტი დაემატა რომელში ღნიშნულია შემდეგი  – „შეზღუდვა არ ვრცელდება სამუზეუმო საქმიანობაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.”