5 ივნისის წყალმომარაგების შეზღუდვა

კომპანია “რუსთავის წყალი” წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

კერძოდ, კომპანიის ცნობით, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის მ/ტ-ზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 19:00-დან 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
გოგი დოლიძის, გოდერძი ჩოხელის, გონაშვილის ქუჩებსა და თბილისის ქუჩის მ/ტ-ზე არსებულ კერძო ბინებს.