საქართველოში ყველაზე დაზიანებული სოფელი მუშევანია-ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან 36%  ქვემო ქართლის რეგიონს უკავშირდება, საიდანაც 185 შემთხვევა ფიქსირება ბოლნისში, 43 მარნეულში ,ხოლო 59 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში–ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე ცნობით, საქართველოში ორი შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით  სწორედ ქვემო ქართლის რეგიონის ორ სოფელში, გეტასა და მუშევანში რჩება. 

ორი ცხელი წერტილი გვაქვს ქვეყანში,ერთი ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც სამ მუნიციპალიტეტში გვქონდა სერიოზულ  გავრცელება ინფექციის. ეს იყო მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო. ამ სამ მუნიციპალიტეტზე მოდის 36 % ინფიცირების შემთხვევების, 185 ბოლნისი, 43 მარნეული  ხოლო 59 თეთრიწყარო.

გუშინ უკვე თეთრიწყაროში, ვიმსჯელეთ,რომ შეიძლებოდა შემზღუდავი ღონისძიებები მოხსნილიყო,შესაბამისი რეკომენდაციებით.  შემზღუდავი რეკომენდაციები რჩება მხოლოდ ორ ადგილზე ქვეყანაში, სოფელი გეტასა  და მუშევანში, ყველაზე დაზიანებული სოფელში ქვეყანაში, სადაც გვაქვს 75 დადებითი შემთხვევა”-განმაცხადა ამირან გამყრელიძემ