დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო ზონას უკავშირდება.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა. შესაბამისად, საქართველოში კოვიდინფიცირების სულ 809 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 674 უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285 პირი. საქართველოში კრონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.