ამირან გამყრელიძე ინფიცირებულ გარდაბნელ აბიტურიენტთან დაკავშირებით Tv4-ის კითხვას პასუხობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კოვიდინფიცირებულ გარდაბნელ აბიტურიენტთან დაკავშირებით, აცხადებს,რომ გამოსაცდელი პაციენტია და ის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

ამირან გამყრელიძის ცნობით, მკურნალობის დასრულების შემდეგ, სამინისტრო აბიტურიენტის საგამოცდო პროცესში დაბრუნების ან არ დაბრუნების  საკითხს გადაწყვეტს. 

ამასთან, მისივე განცხადებით, გარდაბნელი აბიტურიენტის 9 კონტაქტი გამოსაცდელი და სამი ზედამხედველი საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილები,  მათ “პი სი არ” ტესტირება ჩაუტარდათ და “კოვიდ 19″ არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. 

“აბიტურიენტის კონტაქტები, 9 აბიტურიენტი, ვინც 7 ივლის წერდა გამოცდას, მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ცხრავეს და სამ ზედამხედველს ჩაუტარდათ “პი სი არ” ტესტი, ყველა უარყოფითია. ცხრა აბიტურიენტს მიეცა საშუალება გასულიყვნენ მეორე გამოცდაზე, წინასწარი ტესტირების შემდეგ. 

ყველა გადაყვანილია კარანტინში, “პი სი არ” ტესტის ჩატარების შემდგომ ხდება გამოცდაზე გასვლა, რომ არ გაუცდეთ წელიწადი. 

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულ პაციენტს, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის პაციენტია და გადის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას, ჯერჯერობით ვერ გავა გამოცდაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან ერთი გამოცდა სპეციალობაში ჩაბარებული აქვს, უნდა მიიღოს და მიიღებს დარწმუნებული ვარ, სამინისტრო.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.