მარადმწვანე რუსთავი – 21-ე მიკრორაიონში გამწვანების აქცია მოეწყო

მარადმწვანე რუსთავი – ამ სლოგანით დღეს რუსთავში 21-ე მიკრორაიონში გამწვანების აქცია მოეწყო.  ახალი მწვანე პროექტის ინიციატორები სამოქალაქო პლატფორმა “რუსთაველების” წევრები არიან.

დღეს გამართული ღონისძიების ფარგლებში 50 ხე დაირგო, მათ შორის 20 კიპაროსი და 30 კედარი.

“რუსთაველების” წევრის, ლაშა ნოზაძის განცხადებით, მათი მთავარი მიზანია, რომ რუსთავის სხვადსხვა უბანში მსგავსი შინაარსის აქცია გაგრძელდეს და ქალაქის მასშტაბით რაც შეიძლება ბევრი ხე დაირგოს. მისივე განცხადებით, თითოეულ ხეს, რომელსაც რუსთაველები დარგავენ, საკუთარი შვილების სახელს დაარქმევენ და მომავალშიც მოუვლიან.

როგორც ლაშა ნოზაძემ TV4-ს განუცხადა, ქალაქში შეიქმნება ოფიციალური “პლატფორმა” და სურვილის შემთხვევაში ისინი რუსთავში სხვადსხვა უბნებში მცხოვრებ მოქალაქეებს მათი ეზოების გამწვანებაში დაეხმარებიან, მათ შორის ნერგებისა და სხვა რესურსების მობილიზებაშიც შეუწყობენ ხელს.

 “რუსთაველების” წევრებმა დღეს TV4-თან საუბრის დროს განმარტეს, რომ ხეების დარგვის აქცია არის ალტერნატიული გზა ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად.